ზურა სხირტლაძე - „საჩხერის ეტალონი მოსწავლე“ კორბოულის N2 საჯარო სკოლიდან
12-04-2018
„საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს კორბოულის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ზურა სხირტლაძე დაეუფლა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია „საჩხერის ეტალონ მოსწავლეს“ ერთჯერადად 500 ლარს გადასცემს, მის პედაგოგს კი - 150 ლარს.
„არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს მივხვდი, რომ სწავლა და შრომა ყოველთვის ფასდება. მადლობა „ეტალონს“ მოცემული შანსისა და გამოცდილებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თანატოლებს“ - აღნიშნა ზურა სხირტლაძემ.
„საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ზურა სხირტლაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“