ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში მედიაწიგნიერების დღე საინტერესოდ აღინიშნა
27-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა.

ღონისძიებაში მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანი იყო მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლება, რომელიც დაგეგმეს და წარმართეს პედაგოგებმა: სოფიო თედორაძემ, თეონა იობიძემ და ელზა ჩიხლაძემ.

განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • „კომუნიკაციის კომისიის“ მიერ მიწოდებული საპრეზენტაციო მასალია - „მედიაწიგნიერება“ წარდგენა;
  • გაიმართა დისკუსია ციფრული წიგნიერებასა და მის გავლენებზე;
  • მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი, რომელზეც დაიტანეს სხვადასხვა რჩევა ციფრული წიგნიერების უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ხალისით იყვნენ ჩართულები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203