ახალციხის N7 საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებები გაიმართა
27-10-2022
ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის სხვადასხვა სპორტული აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც ბავშვები ყოველთვის დიდი ხალისით მონაწილეობენ.
მოსწავლეთა სპორტის პედაგოგი სერგეი ჩარუხჩიანი გახლავთ, რომელიც ბავშვებს მუდამ საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.
მათ შორის, მასწავლებლის ხელმძღვანელობით სკოლაში სპორტულ - გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები ჩატარდა, სადაც ბავშვები დიდი სიხარულით ჩაერთნენ.
ასევე, პედაგოგმა გეზრბენში შიდასასკოლო ღონისძიება ჩაატარა. ბავშვები ერთმანეთს ხალისით შეეჯიბრნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესს დიდ ყურადღებას უთმობენ და სწორედ ამიტომ, თითოეულ სპორტულ ინიციატივას დირექცია მუდამ მხარს უჭერს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს