ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში პროექტი - „ჩვენ და კინო“ მიმდინარეობს
27-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, პროექტის - „ჩვენ და კინო“ განხორციელება დაიწყო, რომელიც სკოლის კინო კლუბის ორგანიზებით იმართება.

პროექტი მიზნად ისახავს კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით თავისუფალი, ღირებულებების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში კინოჩვენებას XII კლასის მოსწავლე დემურ ტყაბლაძე უზრუნველყოფს, რომლის დამრიგებელი თეონა იობიძეა.

აღნიშნულ აქტივობას კი პედაგოგები: ელზა ჩიხლაძე, ჟანა გაბიძაშვილი, სოფიო თედორაძე და თეონა იობიძე ხელმძღვანელობენ.

20 ოქტომბერს ანიმაციური ფილმი - LUKA აჩვენეს. 

აღსანიშნავია, რომ კინოჩვენება საუკეთესო გარემოში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, კეთილმოწყობილ და მყუდრო სასკოლო ბიბლიოთეკის დიდ ეკრანზე გაიმართა. ყოველ კვირას მოსწავლეებს სხვადასხვა ფილმებს უჩვენებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203