წალენჯიხის N3 სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო სასწავლო რესურსები შექმნეს
27-10-2022
წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა თემაზე - წიგნი, იმუშავეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, საინტერესო რესურსები მოამზადეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
მოსწავლეთა ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.
„მოსწავლეებმა ემა მასწავლებელთან ერთად საინტერესოდ იმუშავეს და შექმნეს თემასთან დაკავშირებული რესურსები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.