წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
27-10-2022
წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წრის წევრები, მე-5და მე-6 კლასის მოსწავლეები საინტერესო გასვლით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

ისინი, თამთა მასწავლებელთან ერთად, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. ვიზიტი გრანელის კვირეული „გრანელობა 2022''-ის ფარგლებში მოეწყო. 

მოსწავლეები პოეტის შემოქმედებას გაეცნენ, წაიკითხეს ლექსები და ტერენტი გრანელის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ სასიამოვნო დრო გაატარეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203