გალავნის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
28-10-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა.

7 ოქტომბერს, მე-3 კლასში ქართულ ენასა, ლიტერატურასა და ხელოვნებაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე მოსწავლეებმა გაიაზრეს ტექსტი, დაყვეს ეპიზოდებად და დაასათაურეს. შემდეგ კი ცალკეული ეპიზოდების მიხედვით შექმნეს დიორამები. მოსწავლეებმა შეძლეს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა. ინტეგრირებულმა გაკვეთილმა მოწავლეებში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგები - ქრისტინე ტურაშვილი და ნინი თანიაშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203