გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები წერილის წერის კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
27-10-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის VIII-IX-X  კლასების მოსწავლეები წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდნენ. 

კონკურსის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია იყო.

მოსწავლეებმა ინგლისურ და ქართულ ენებზე გავლენიან ადამიანებს მისწერეს, თუ რატომ ან როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებათან დაკავშირებით.

სკოლის მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ერთ-ერთი მათგანი - VIII  კლასის მოსწავლე ნინო ძაგანიშვილი დაჯილდოების ღონისძიებაზე მიიწვიეს. მას სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი გადეცა.

ასევე, ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203