მედიაწიგნიერების კვირეული თბილისის N142 საჯარო სკოლაში
27-10-2022
თბილისის N142 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში კვირეული მედიაწიგნიერებას მიეძღვნა. მისი მიზანი მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების გაღრმავება, ასევე მედიაწიგნიერებაში კომპეტენციის გაზრდა იყო.

მოსწავლეებმა იმსჯელეს მედიასაშუალებებზე, უყურეს ფილმს, უპასუხეს შეკითხვებს, შექმნეს საინფორმაციო პლაკატები და ბუკლეტები. ითამაშეს ონლაინ თამაში - „გაზომე სიმართლე და საკუთარი ცხვირი“.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობების წარმოჩენა შეძლეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 
 
იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203