წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასში გენდერულ საკითხებს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
27-10-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში საინტერესო აქტივობა გაიმართა.
XIბ კლასში (კლასის ხელმძღვანელი: თ. თუთბერიძე) ინგლისურ ენაში მენტორმა პედაგოგმა, ნინო ცხაკაიამ მდგრადი განვითარების N5 მიზანთან დაკავშირებით, გენდერულ თანასწორობაზე, საინტერესო, პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეებმა კვლევის საფუძველზე, განახორციელეს სასკოლო გამოკითხვა გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანი შედეგები გამოავლინეს.
ასევე დოკუმენტურ ფილმზე დაყრდნობით, იმსჯელეს გენდერული უთანასწორობის გამომწვევ მიზეზებზე წარსულისა და ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და დაგეგმეს შესაბამისი ინტერვენციები.
გაკვეთილზე, აგრეთვე, მალალა იუსაფზაის ისტორია და მიღწევები ქალთა უფლებების დაცვის კუთხით განიხილეს.
„პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილები, მოსწავლეებში, ხელს უწყობს XXI საუკუნისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების განვითარებას და აუმჯობესებს პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის შესაძლებლობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს