„კიბერუსაფრთხოება თანატოლებში“- ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების დღესთან დაკავშირებით, ბუკლეტები დაამზადეს
27-10-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების დღე საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს.
IV და VI კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელ, ლანა ჯელაძის ხელმძღვანელობოთ გააკეთეს საინფორმაციო ბუკლეტები, სახელწოდებით - „კიბერუსაფრთხოება თანატოლებში“.
შემდეგ კი ბავშვებმა ბუკლეტების პრეზენტაცია გააკეთეს და ერთმანეთს ინტერნეტსივრცეში მოქცევის წესები გაუზიარეს. აღნიშნული ბუკლეტები თანასკოლელებსაც დაურიგეს.
ასევე ითამაშეს საინტერესო თამაში happy on life და როგორც აღნიშნეს ეს აქტივობა მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს