ციხისძირის საჯარო სკოლის თეატრალური დასი „დვრიტა“ ფესტივალში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება
27-10-2022
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში ხშირად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის თეატრალური დასი „დვრიტა“ საყმაწვილო თეატრალური დასების ფესტივალში - „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეობის მისაღებად აქტიურად ემზადება. ისინი განსახორციელებელ აქტივობებს გეგმავენ და რეპეტიციებს გადიან.
აღსანიშნავია, რომ დასის წევრები აქტიური, მიზანდასახული და ნიჭიერი მოსწავლეები არიან, რომელთაც არაჩვეულებრივი შემოქმედებითი შესაძლებლობები აქვთ.
„ფესტივალის ხელმძღვანელები მიხეილ გაბაიძე და პეტრე ჩარგეიშვილი, დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, იმყოფებოდნენ სპექტაკლის - „მე ვხედავ მზეს" რეპეტიციებზე“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს