სვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილდოვა
27-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:

  • გიორგი ცუცქირიძე;
  • ივანე ცუცქირიძე;
  • ნესტან ცუცქირიძე;
  • ნინო ბიწაძე;
  • გიორგი ცუცქირიძე.
მათ ეტალონის სპეციალური სახელობითი სიგელები გადაეცათ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 26 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 28 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203