საღამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მედიაწიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
26-10-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში მედიაწიგნიერების დონის ამაღლების მიზნით საინფორმაციო გაკვეთილი ჩატარდა. 

სასწავლო პროცესს ორენოვანი, დამხმარე მასწავლებელი ჰაიკუი ჰახვერდიანი ხელმძრვანელობდა. 

პედაგოგმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია მედიაწიგნიერებაზე, დეზინფორმაციაზე, მედიაზე, დეზინფორმაციის უარყოფით გავლენებსა და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაციის გზებზე.

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად შექმნეს პლაკატები, რომლებზეც დატანილია რჩევები და ინფორმაცია მედიაწიგნიერების საკითხებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203