„არა ძალადობას“ - ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქცია-პერფორმანსი ​გამართეს
26-10-2022
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების დახმარებით საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს ხშირად ატარებენ.

ამჯერად, სკოლაში სამოქალაქო პროგრამის ფარგლებში აქცია პერფორმანსი სახელწოდებით - „არა ძალადობას“ გაიმართა.

სკოლის თვითმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დაამზადეს პოსტერები თემატური გზავნილებით.

„პერფორმანსისათვის პედაგოგმა, ნუკრი კარკაძემ სპეციალურად დაწერა სიმღერა, რომელიც შეასრულა სკოლის მოსწავლეთა გუნდმა.

ღონისძიებაში იგრძნობოდა ფაქიზი დამოკიდებულება სენსიტიური საკითხისადმი, ბავშვებმა შეარჩიეს სპეციალური ფორმები და ასე გამორჩეულად კიდევ ერთხელ შეახსენეს ადამიანებს, რომ ძალადობა მიუღებელია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203