ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღე საინტერესოდ აღინიშნა
26-10-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს.
სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, იამზე ბოჭორიშვილმა და მათემატიკის მასწავლებელმა, ანა ჭანტურიძემ მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით, მე-7 კლასში ინტეგრირებული შიდასაკლასო კონფერენცია ჩაატარეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოპოვებული ინფორმაცია კლასის წინაშე და იმსჯელეს საზოგადოებაზე თუ რა მავნე ზეგავლენას ახდენს „ფეიკ ნიუსები“.
ასევე ჩატარდა„მედიაწიგნიერება“ - ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და გერმანულ ენაში. XI კლასის მოსწავლეებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. წამოჭრეს პრობლემის გადაჭრის საკუთარი ვერსიები და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას სიფრთხილისაკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა სახის საფრთხეები.
აღსანიშნავია, რომ გერმანული ენის პედაგოგი მანანა კუპატაძეა, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო გორგოძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს