საყუნეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
27-10-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშირად ახორციელებენ. 

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეასრულეს. მათ მოთხრობა „ბიჭი და ძაღლი“ შეისწავლეს. შემდეგ კი კომიქსები, მოთხრობის საკუთარი ვერსიები შექმნეს და პრეზენტაცია მოაწყვეს. 

მეხუთეკლასელები აქტივობაში, პედაგოგ მაია ავეტისიანის ხელმძღვანელობით, დიდ მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203