ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკალათბურთო ტურნირში II ადგილი დაიკავეს
27-10-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ტურნირებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა მოსწავლეებმა: თორნიკე მოდებაძემ, თემურ რაზმაძემ, ირაკლი გოგატიშვილმა, ივანე ლაბაძემ, გოგა რაზმაძემ და გიორგი ლომიძემ ასახელეს.
მოსწავლეები 7-9 ოქტომბერს ამბროლაურში ტარიელ და კობა კობახიძეების ხსოვნისადმი მიძღვნილ საკალათბურთო ტურნირში მონაწილეობდნენ.
ტურნირში ქორეთის სკოლის მოსწავლეებმა დამსახურებული მეორე ადგილი დაიკავეს, რისთვისაც დაჯილდოვდნენ თასით, მედლებით და დიპლომებით.
აღსანიშნავია, რომ ბავშვების პედაგოგი მურადი ფარქოსაძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს