ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით ჩატარდა
26-10-2022

აკაკი წერეთლის სახელობის ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეები საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და სასურველი კანდიდატი ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

არჩევნები ხარვეზების გარეშე, ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. მოსწავლეებმა საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203