წევის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა 
26-10-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, სკოლაში ღონისძიება მედიაწიგნიერების დღეს მიეძღვნა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან ცერცვაძემ დამსწრე საზოგადოებას ონლაინ სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და უთხრა, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ინტერნეტში ნავიგაციისას.

მოსწავლეებმა  21-ე საუკუნეში ინფორმაციის მიღების გზებზე ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203