საჩხეურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დირექტორ გოჩა ძნელაძის ლექსები განიხილეს
26-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი შთამბეჭდავად დაიწყო.

მოსწავლეთათვის სწავლის დაწყების დღე დაუვიწყარი დირექტორის, გოჩა ძნელაძის ლექსების კრებულმა გახადა, რომელიც ბავშვებმა საზეიმო ვითარებაში განიხილეს.

ლექსების კრებული გოჩა ძნელაძისთვის მე-5 წიგნია, რომელიც გამოუშვა.

დირექტორმა მოსწავლეების მიერ მისი ლექსების განხილვა უდიდესი ყურადღებით მოისმინა და მათი კეთილი სიტყვები გულთან ახლოს მიიტანა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული წევრი ერთმანეთზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავს და ერთმანეთის წარმატება ახარებთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203