დიოკნისის საჯარო სკოლის ინოვატორთა კლუბის ბიზნესიდეა პროექტის საუკეთესო ათეულში მოხვდა
26-10-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში „ინოვატორთა კლუბი“ აქტიურად და წარმატებით მუშაობს.
კლუბი ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ხულო, ქედა, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყაზბეგი,) განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში სკოლებში ინოვატორთა კლუბები ჩამოყალიბდა და 10 საუკეთესო ბიზნესიდეა განხორციელდა. პროექტი 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ 36 ბიზნესიდეაში დიოკნისი საჯარო სკოლის მოსწავლეების მოფიქრებული იდეა ათეულში მოხვდა. ასევე, სკოლა წამყვან სკოლებს შორის დასახელდა და ფასიანი საჩუქრები მიიღეს.
ინოვატორთა კლუბის წევრებმა გამოფენა-გაყიდვაზე გაიტანეს თაფლი და მათ სოფელში მოყვანილი ჟოლოსგან დამზადებული ჯემი და კონიაკი. მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს ტკბილეული - „მამალოები“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს