აღვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
26-10-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლის I-VI კლასების მოსწავლეები, სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, თემით - „ჩემი კუთხის გამოჩენილი ადამიანები“ ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
ბავშვებმა ლადო ასათიანის ეზოში, „გაფითრებული ჭადრის“ ჩრდილში მხატვრული კითხვა მოაწყვეს და პოეტის ლექსები წაიკითხეს.
შემდეგ გადაინაცვლეს მუზეუმში, სადაც მუზეუმის ხელმძღვანელმა მათ ლადო ასათიანის ბიოგრაფია, ცხოვრება და მოღვაწეობა გააცნო. ასევე დაათვალიერეს მისი ნივთები, ნახეს ლადოს „დუღილით ნაქოთქოთარი პაწია ქოთანი", „კავი და სახნისი“, „ხორგო და მარანი“. ბავშვებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ შინ“, - აღნიშნავენს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს