„როგორ ვხარჯავთ წყალს?“ - ბათუმის N13 საჯარო სკოლის II და IV კლასების მოსწავლეებს შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ 
26-10-2022

ბათუმის N13 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში რთავენ. 

ამჯერად, სკოლის IV (დამრიგებელი ნონა ცეცხლაძე) და II (დამრიგებელი ნათია მელაძე) კლასებში ბუნებაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა გახლდათ - წყლის მნიშვნელობა, როგორ ვხარჯავთ წყალს?

IV კლასის მოსწავლეებმა შეძლეს სასმელი წყლის შესახებ, სხვადასხვა გზით ინფორმაციის მოძიება. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით კი წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების შესახებ  ბუკლეტები შექმნეს და II კლასელ მეგობრებს გაუზიარეს. საკლასო სივრცეში ამ თემასთან დაკავშირებით მოეწყო პრეზენტაციების განხილვა და დისკუსია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203