ქვიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
26-10-2022
რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს.

მოსწავლეებს პედაგოგმა ლამაზად და თემატურად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა, სადაც ბავშვებმა მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.

პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყებას ლექსები, სიმღერები და ცეკვები მიუძღვნეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები ქართული ასოების სწავლას დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ.

​იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203