ლესის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ
26-10-2022
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ.
პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს და სწავლას დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ.
მოსწავლეებმა ქართული ასოების სწავლა პედაგოგის, ნაირა უგრეხელიძის ხელმძღვანელობით დაიწყეს.
ბავშვებს მასწავლებელმა საზეიმოდ და თემატურად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრათ.
ბავშვებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და საზეიმო გაკვეთილით ძალზედ კმაყოფილები დარჩნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს