კუხის საჯარო სკოლის მეორეკლასელებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები უტარდებათ
26-10-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სწავლა-სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.
მეორე კლასის მოსწავლეები ქართული ენის გაკვეთილზე სხვადასხვა თემას დიდი მონდომებითა და ხალისით ამუშავებენ. მათ გამართეს საინტერესო აქტივობები „პერსონაჟის სელფი“, „ცხელი სკამი“ და თავიანთი ცოდნა გამოავლინეს.
მათ განვითარებასა და მოტივაციის გაზრდაზე პედაგოგებიც აქტიურად ზრუნავენ.
„მოსწავლეები კითხვის გაუმჯობესების მიზნით, ხშირად აწყობენ „საუკეთესო მკითხველის“ გამოსავლენ ღონისძიებას. რაც იწვევს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. ისინი ყოველ ჯერზე ცდილობენ, რომ უკეთესი შედეგი დადონ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს