ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-10-2022
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღები არასოდეს ავიწყდებათ. მათ შორის, რა თქმა უნდა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს არ გამორჩენიათ სოხუმის დაცემის დღე, რომელსაც ღონისძიება მიუძღვნეს.

ფილოლოგმა ნინო კეკელიძემ აფხაზეთის ომი და ამ ომში დაღუპული ლანჩხუთელი გმირები, მათ შორის, ვაჟა თოდუა გაიხსენა.

ნინო კეკელიძემ გამოთქვა იმედი, რომ მალე დაიბრუნებს საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს. შესრულდა რამდენიმე სიმღერა, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები და წარადგინეს პერფორმანსი.

პირველკლასელებმაც პატივი მიაგეს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

„ყოველ წელს, ყოველ ჯერზე, ყოველ 27 სექტემბერს ვდებთ პირობას ჩვენ ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი თაობა რომ დავიბრუნებთ აფხაზეთს. კიდევ ერთხელ შევახსენეთ სოხუმის დაცემის დღე უფროს თაობას, კიდევ ერთხელ გავახსენეთ ჩვენი ახალგაზრდა გმირები მცირე საინფორმაციო ბარათების დარიგებით. ჩვენ ამას შევძლებთ!“, - აღნიშნეს სკოლის მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203