ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობდნენ
26-10-2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად მონაწილეობენ. 

ამჯერად, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ხატია მსხვილიძე და თათია მსხვილიძე ორგანიზაცია MJ LEARN -ის მიერ ორგანიზებულ სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში, როგორც ადვოკატი და მოწმე ისე მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი სკოლის ნიჭიერი, წარმატებული და ბეჯითი მოსწავლეები არიან. 

პროექტში მონაწილეობისთვის ისინი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

„ხატია მსხვილიძე და თათია მსხვილიძე აქტიურად არიან ჩართულები არაფორმალურ განათლებაში და მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203