ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
26-10-2022
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და ღონისძება ხშირად იმართება. 

ამჯერად, საშემოდგომო ღონისძება მოეწყო, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მათ წაიკითხეს ლექსები და წელიწადის ამ სეზონის შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს. ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ, ამიტომაც მათ მასწავლებლები საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203