საყულიის საჯარო სკოლის პედაგოგ ნათელა სვანაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
26-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის ამაგდარი პედაგოგი ნათელა სვანაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
ღვაწლმოსილ პედაგოგს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭეიშვილმა, მერმა, გენადი ბალანჩივაძემ და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მამუკა ჩხეტიანმა დამსახურებული ჯილდო მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი ნათელა სვანაძის მიღებული ჯილდოთი ამაყობს და უსურვებს კიდევ მრავალი თაობა აღუზარდოს სამშობლოს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში არაერთი ღირსეული პედაგოგი მოღვაწეობს, რომლებიც მოსწავლეთა სწავლა-განათლებაზე დაუღალავად ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს