ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლას სუპერმარკეტების ქსელმა - „ნიკორამ“ საჩუქრები გადასცა.
25 ოქტომბერს სუპერმარკეტების ქსელის წარმომადგენლები მოსწავლეებსა და პედაგოგებს ხელდამშვენებულნი ეწვივნენ.
„ემოციებს ერთმანეთს უზიარებდნენ სასიამოვნოდ გაოცებული პედაგოგები, აღტაცებას ვერ მალავდნენ პატარები, თვალებში სიხარულის ნაპერწკლებჩამდგარნი. მადლობა „ნიკორას“ ამ სიხარულისთვის. მადლობა ამ ჰუმანური ხედვისა და კეთილი ნებისთვის. წარმატებები!“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.