ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში სხვადასხვა ლამაზ ღონისძიებებს ყოველთვის აქტიურად მართავენ.
ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს, რომლის ფარგლებში საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.
ღონისძიება მუსიკალური ნომრებითაც გააფორმეს მესამეკლასელებმა და ასევე ლამაზი ნამუშევრები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ მესამეკლასელთათვის კიდევ ერთი დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი დღე შეემატა მათ სასკოლო ცხოვრებას.
იხილეთ ფოტოები: