ვარძიის საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
26-10-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად სკოლაში მედიაწიგნირების კვირეულთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა.

მოსწავლეები ტერმინს - „მედიაწიგნიერება“ გაეცნენ და მის მნიშვნელობას ონლაინ სივრცეში ორიენტირებისას.

პრეზენტატორები იყვნენ სესილი ხიჯაკაძე და ბაჩო ღონღაძე, ხოლო ხელმძღვანელი მასწავლებლები: მაკა ხიჯაკაძე და თამარ არჯევანიძე გახლდათ.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში და დისკუსია საინტერესოდ წარიმართა.

მედიაწიგნიერების თემაზე სკოლაში სხვადასხვა აქტივობები კვლავ იგეგმება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203