ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
27-10-2022
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

პირველკლასელებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგის, დარეჯან ჭირაქაძის ხელმძღვანელობით შებიჯეს, რომელმაც მოსწავლეებს თემატურად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა.

მასწავლებლის ლამაზად მორთულმა გარემომ ბავშვებს საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა და სწავლას გულმოდგინედ შეუდგნენ.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო გაკვეთილზე მოსწავლეებმა პედაგოგის მიერ დავალებული აქტივობები ხალისით შეასრულეს.

„აი ია!“ - ვინ იცის, მერამდენე თაობას გაუძღვა წინ ეს უმშვენიერესი ყვავილი სულმნათი იაკობის მიერ კურთხეულ გზაზე ანბანეთისაკენ?! გილოცავთ, ჩემო პატარებო!  ღირსეული სიტყვა გეთქვათ ამ ჯადოსნურ სამყაროში!“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203