სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი დარეჯან ცხომარია, მოსწავლესთან ერთად, რადიოგადაცემაში მიიწვიეს
26-10-2022
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია და კლუბის წევრი მე-8 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ პაპიაშვილი საინტერესო გადაცემაში მიიწვიეს.

მოსწავლე და პედაგოგი სტუმრების სტატუსით რადიო „დარდიმანდში“ იმყოფებოდნენ.

დარეჯან ცხომარიამ და ნიკოლოზ პაპიაშვილმა ლიტერატურული კლუბის დაარსებისა და საქმიანობის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს. მოსწავლემ გადაცემაში ლექსებიც წაიკითხა.

„გადაცემის ავტორი და მასპინძელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ბ-ნი გივი სიხარულიძე იყო. სტუმრებმა ისაუბრეს სკოლაში არსებული ლიტერატურული კლუბის დაარსებისა და საქმიანობის შესახებ. აღნიშნეს და გაიხსენეს კლუბის საინტერესო, წარმატებული ლიტერატურული კომპოზიციების პრეზენტაციები თბილისის სხვადასხვა საქველმოქმედო თუ საზეიმო ღონისძიებების დროს.

ნიკოლოზ პაპიაშვილმა გადაცემის მიმდინარეობისას წაიკითხა ქართული პოეზიის ნიმუშები: ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, შოთა ნიშნიანიძის და იოსებ გრიშაშვილის ლექსები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203