ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს 
26-10-2022

მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს. 

მეხუთეკლასელებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. მოსწავლეებმა ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შემოქმედებით ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

V კლასის მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მირანდა ხურცილავა გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი ციცინო ბახტაძეა.

პედაგოგები მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდიან. 

„თბილი, მეგობრული და სიყვარულით სავსე გარემო, შემოდგომის სურნელი, მუსიკის ჰანგები, ბავშვების მიერ საინტერესო ინფორმაციების გაცნობა და წაკითხული ლექსები... შემოდგომის სურათების კონკურსი და ჩურჩხელის ამოვლება თათარაში... სიხარულით გაბრწყინებული თვალები... მართლაც, საოცრად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი დღე იყო. ყოჩაღ ბავშვებო! მადლობა თქვენ ასეთი ორგანიზებულობისათვის, ურთიერთპატივისცემისათვის და ერთმანეთის თანადგომისათვის. მადლობა მშობლებს ჩართულობისა და გამოხატული დამოკიდებულებისათვის!“,- აღნიშნავენ პედაგოგები. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203