ნახუნაოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
26-10-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები აქტიურად იმართება.

ამჯერად სკოლაში 25 ოქტომბერს სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ გაიმართა, რომელიც კომპანია „ჯი თრეიდის“ ხელშეწყობით ჩატარდა.

სპორტულ ღონისძიებაში ერთმანეთს ორი გუნდი - „არწივი“ და „ფენიქსი“ შეეჯიბრნენ. დაძაბულ და მხიარულ შეჯიბრებაში გამარჯვება გუნდ - „ფენიქსს“ ხვდა წილად.

მოსწავლეებმა დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავსი მხიარული აქტივობები კიდევ უფრო ხშირად გაიმართოს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203