ქვილიშორის საჯარო სკოლაში პროექტი - „კინო სკოლაში“ ხორციელდება
26-10-2022

25 ოქტომბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში პროექტის - „კინო სკოლაში“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში გაიმართება 13 შეხვედრა, რომელთაც კინოს სპეციალისტი ტარიელ დათუაშვილი წარუძღვება.

პროექტს ახორციელებენ პედაგოგები: ნანა ყურაშვილი, ლელა გოგიძე და ნათია ფაჩუაშვილი.

პროექტის მთავარი მიზანია, კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, მოზარდების ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმწდებითი უნარების განვითარება. 

პირველ დღეს, მოსწავლეებმა ნახეს ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის ფილმები. ფილმების ჩვენება წარიმართა დისკუსიის ფორმატში, რაც მოსწავლეების კარგ მაყურებლად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203