სავანის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან მაჭარაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციურ კონკურსში III ადგილს იკავებს
26-10-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციურ კონკურსში მოსწავლემ, ქეთევან მაჭარაშვილმა III ადგილი დაიკავა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს ჩატარდა, სადაც სკოლიდან 23 მოსწავლე მონაწილეობდა. 21 ოქტომბერს გამართულ II ეტაპში კი სამი მოსწავლე გადავიდა.

ინტელექტუალურ შეჯიბრში საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203