კერძო სკოლის - „თაობა“ მეოთხეკლასელებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
26-10-2022
ბათუმის კერძო სკოლა „თაობაში“ მოსწავლეთათვის სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება ხშირად ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მზია კვირიტიძის ხელმძღვანელობით, შემოდგომას ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს.

მე-4 კლასელებმა შემოდგომასთან დაკავშირებული პრეზენტაციები მოამზადეს და ყველაზე ლამაზ, ბარაქიან სეზონს მურმან ლებანიძის ლექსი მიუძღვნეს:

„რატომ გვიყვარს შემოდგომა

ყველას დიდს თუ პატარას?

იმიტომ, რომ კაკალს ბერტყენ,

ადუღებენ თათარას.

იმიტომ,რომ ვენახს კრეფენ,

ქვევრებს რეცხენ ღიპიანს,

იმიტომ, რომ რაც ხილია,

ყველა ხილი მწიფეა.

იმიტომ,რომ სავსეა

კალათი და გოდორი,

იმიტომ,რომ ირევა

ცაში ოქროს ფოთოლი“.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203