ტუნაძეების საჯარო სკოლის მეათეკლასელები, კომპლექსური დავალების ფარგლებში,​ ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ
26-10-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.

მათ შორის, მე-10 კლასის მოსწავლეები კომპლექსური დავალებების მომზადებაში არიან ჩართულები, რომელიც ისტორიაში თემაზე - „როგორ დაიწყო კაცობრიობის ისტორია“ ჩატარდება. მეათეკლასელების პედაგოგი მაია მელაძე გახლავთ.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეები იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც ადგილობრივი არტეფაქტები შეისწავლეს. ასევე სამხატვრო გალერეაში დაათვალიერეს ბადრი და სიმონ ართმელაძეების ფერწერა.

თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი მოთხოვნა კომპლექსური დავალებებია. მასზე მუშაობა აქტივობების მრავალფეროვნებას მოითხოვს, შესაბამისად ეს აქტივობები მიმდინარეობს ეტაპობრივად.

სკოლის დირექცია წარმატებას უსურვებს მოსწავლეებსა და მასწავლებელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203