„ცოდნის სამყაროში“- დილისკის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ვიქტორინა ჩატარდა
26-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო კონკურსები და ვიქტორინები ხშირად იმართება.
ამჯერად, ქართული, როგორც მეორე ენის მაძიებელმა მასწავლებელმა, მილენა მკოიანმა და კონსულტანტ - მასწავლებელმა ერთობლივი ვიქტორინა - „ცოდნის სამყაროში“ ჩაატარეს.
აღნიშნულმა კონკურსმა სასკოლო ცხოვრება მეტად გაამრავალფეროვნა და მოსწავლეებს ხელი შეუწყო ქართული ენა უკეთ შეესწავლათ.
ვიქტორინაში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ, რაც მათთვის ასევე მეტად სასიხარულო აღმოჩნდა.