მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეტ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
26-10-2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მუნიციპალიტეტში ტრადიციული ზეიმი „ჩხოროწყუობა“ აღინიშნა. ამავე დღეს, პოეტ ლაშა გახარიას დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ფარგლებში, პოეტის სახლ-მუზეუმში, სოფელ მუხურში, ღონისძიება გაიმართა. სწორედ მის მიმდინარეობაში მუხურის საჯარო სკოლის ორივე კორპუსის მოსწავლეები, მათ პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. 

ღონისძიებას მუხურის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა თოდუა უძღვებოდა.

საიუბილეო საღამოს პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, საპატიო სტუმრები დედაქალაქიდან,  ჩხოროწყუს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ასევე, დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ბოლოს, სახლ-მუზეუმის ეზოში მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203