წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის საჩუქარი პირველკლასელებს 
26-10-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის 1-ელი,1-ელი და 1-ელი კლასის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდის დაწყება შთამბეჭდავად აღნიშნეს და სწავლას მონდომებთ შეუდგნენ. 

მათ წახალისებისა მიზნით სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ სიურპრიზი მოუწყო და დაასაჩუქრა. პირველკლასელები სპექტაკლზე „ძია ჯამბაზი და წრუწუნა მიციკი“ იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებში ნანახმა აღფრთოვანება გამოიწვია და მართლაც, მეტი მოტივაცია და სწავლის სურვილი შეძინა. 

„მოსწავლეებში პირველმა საჩუქარმა სასიამოვნო და დადებითი ემოციები გამოიწვია. მშობლებმა კი მადლობა გადაუხადეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრსა და სკოლის დირექტორს აღნიშნული საჩუქრისათვის“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203