ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნით ღონისძიებას დაესწრნენ
26-10-2022

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის წარმომადგენლები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნით ღონისძიებას დაესწრნენ. 

ღონისძიება 11 ოქტომბერს, თელავის იაკობ გოგებაშვილის უნივერსიტეტში გაიმართა. პროგრამის გახსნას ესწრებოდნენ პარტნიორი სკოლების ადმინისტრაცია, მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, ბიზნეს სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, იყვნენ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხუნაშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მანანა ალადაშვილი და მოსწავლე თამარ ბენაშვილი.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში და სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203