წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ხის დარგვის საერთაშორისო დღე საინტერსო აქტივობებით აღინიშნა
26-10-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი ღონისძიებებით აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბის - „ერთობა“ (კურატორი ფიქრია გიორხელიძე), ეკოკლუბის - „ნიამორი“ (კურატორი თათია ივანეიშვილი) და თვითმმართველობის ჯგუფის ერთობლივი ინიციატივით, ხის დარგვის საერთაშორისო დღე საინტერსო აქტივობებით აღინიშნა. 

კლუბების ლიდერებმა ლიკა მიქაბერიძემ, ანასტასია კირვალიძემ და თვითმმართველობის თავმჯდომარე ქრისტინე მიკირტიჩიანმა, პრეზენტაციები წარმოადგინეს. დერეფანში კლასებისა თუ ცალკეული მოსწავლეების მიერ მომზადებული თემატური პლაკატები იყო გამოფენილი.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა რამდენიმე მარადმწვანე ხე სკოლაში მიიტანეს და ეზოში დარგეს.

სააქტო დარბაზში მოეწყო ფილმის - „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“, ჩვენება და განხილვა, რომელშიც მონაწილეობდნენ კლუბის წევრები და აქტივობების აქტიური მონაწილე მოწვეული მოსწავლეები.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავამ დადებითად შეაფასა კლუბებისა და თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს აქტიურობისათვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებები ხშირად იმართება. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203