ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
26-10-2022
კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებას მიაღწიეს.

VIII კლასის მოსწავლემ, დათო თოდუამ ინტელექტ-ჩემპიონატში „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოიპოვა. დისტანციურ კონკურსში დათომ 1:24 წამში 90 ქულა მოაგროვა.

ამავდროულად ორი მოსწავლე - თამარ ბენდელიანი და ზიზი ხარჩილავა​ ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდნენ.

კონკურსში II ადგილი მეათეკლასელმა, თამარ ბენდელიანმა 87 ქულით დაიკავა, ხოლო 85 ქულით III ადგილზე ზიზი ხარჩილავა გავიდა. სკოლიდან II ეტაპზე სულ 7 მოსწავლე მონაწილეობდა. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 21 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203