თბილისის N48 სკოლის ეზოში​ ეკოკლუბელებმა ბეგონიები დარგეს
26-10-2022
თბილისის N48 საჯარო სკოლის ეკოკლუბი არაერთ მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველთვის აქტიურად მუშაობს. კლუბის თითოეული წევრისთვის გარემოს დაცვა მეტად მნიშვნელოვანია.

ეკოკლუბის წევრები გარემოს დაცვისა და მცენარეთა ზრდა-განვითარების კუთხით მუშაობას განაგრძობენ. ბავშვებმა სკოლის ეზოში დარგეს ბეგონიები და გარემო კიდევ უფრო გაალამაზეს.

„ამით მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, შეიმეცნონ და კიდევ ერთხელ აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო. დააკვირდნენ მათ ზრდა-განვითარებას. იზრუნონ მცენარეებზე და გაითავისონ ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა“, - აღნიშნა მოსწავლეების პედაგოგმა, ეკა მურჯიკნელმა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის გვერდით უდგანანთ გარემოსდაცვით აქტივობებსა თუ თითოეულ წამოწყებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203