მახათაურის საჯარო სკოლაში სახალისო ვიქტორინა -„ვავარჯიშოთ გონება“​ ჩატარდა
26-10-2022

ირაკლი ბაზაძის სახელობის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს, ღონისძიებებსა და კონკურსებს სთავაზობენ და მათი ცოდნის გაღრმავებას და ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლაში მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა სახალისო ვიქტორინა - „ვავარჯიშოთ გონება“, რომელიც მიმართული იყო მოზარდთა ზოგადი უნარ -ჩვევების გამოსავლენად.

მონაწილეებს ვიქტორინაში მონაწილეობისათვის სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ. ვიქტორინას მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ვიქტორინა მოსწავლეთა კლასის დამრიგებლის, ფატმან ნოზაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203